პოდოლიაკი: მოსკოვთან მოლაპარაკებები უკრაინისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, მოსკოვთან მოლაპარაკებები უკრაინისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება.
ამის შესახებ პოდოლიაკმა The Hill-თან ინტერვიუში განაცხადა.
„პრეზიდენტი ზელენსკი ნამდვილად წინააღმდეგია მოლაპარაკებების და ამ საკითხზე მტკიცე პოზიცია აქვს უკრაინულ საზოგადოებასაც, რადგან ჩვენ სრულად ვაფასებთ რისკებს“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.
მისი თქმით, რუსეთი საბრძოლო მოქმედებებში ნებისმიერ პაუზას გამოიყენებს, რათა ხელახალი მობილიზაცია და უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო ძლიერი შეტევა განახორციელოს.
მოლაპარაკებების არარსებობის შემთხვევაში, პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ პუტინი, სავარაუდოდ, ომზე კონცენტრირებას მოახდენს, რათა საერთაშორისო მხარდაჭერა იქამდე შეასუსტოს, სანამ მისი ჯარები უპირატესობას არ მოიპოვებენ.