Rasmussen Reports-ის გამოკითხვა: ამერიკელ ამომრჩეველთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ იუსტიციის დეპარტამენტი ზედმეტად პოლიტიზებულია
კვლევითი ორგანიზაცია Rasmussen Reports-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ამერიკელ ამომრჩეველთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ იუსტიციის დეპარტამენტი ზედმეტად პოლიტიზებულია.
ორგანიზაციის კითხვაზე – ეთანხმებიან თუ არა მტკიცებას, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა პოლიტიზების დაუშვებელ მდგომარეობას მიაღწია – რესპონდენტებმა შემდეგნაირად უპასუხეს:
41% კატეგორიულად ეთანხმება;
16% გარკვეულწილად ეთანხმება;
11% გარკვეულწილად არ ეთანხმება;
24% კატეგორიულად არ ეთანხმება;
8% არ არის დარწმუნებული.
ამასთან, გამოკითხულ ამომრჩეველთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის მიმართ მიმდინარე გამოძიება სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულია.
კვლევითმა ორგანიზაცია Rasmussen Reports-მა ათასი ამერიკელი ამომრჩეველი გამოკითხა 23-24 აგვისტოს პერიოდში. გამოკითხვის შედეგების ცდომილება +/- 2%-ს შეადგენს.
POLL: Majority of voters in America think that the Department of Justice has become overly politicized https://t.co/TQwA48MiSu pic.twitter.com/cPPRARxd1x
— Newsmax (@newsmax) August 25, 2022