Moderna Pfizer-სა და BioNTech-ს სასამართლოში უჩივის

კომპანია Moderna Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ტექნოლოგიის გამო, Pfizer-სა და BioNTech-ს უჩივის.

როგორც Moderna-ში აცხადებენ, Pfizer-მა და BioNTech-მა თავიანთ ერთობლივ ვაქცინაში დაპატენტებული ტექნოლოგიები შესაბამისი ლიცენზიის გარეშე გამოიყენეს.

„Moderna მიიჩნევს, რომ COVID-19 ვაქცინა, რომელიც შემუშავებულია Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ, არღვევს Moderna-ს მიერ 2010-2016 წლებში შეტანილ პატენტს და მოიცავს Moderna-ს ძირითად RNA ტექნოლოგიას“, – ნათქვამია Moderna-ს განცხადება.

ამასთან, როგორც Moderna-ში აცხადებენ, რომ mRNA ტექნოლოგიური პლატფორმის შექმნაზე კომპანიამ მილიარდობით დოლარი დახარჯა.

მოსარჩელე მხარე ფინანსური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომლის ოდენობა ჯერჯერობით არ სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები