ავსტრალიის პრემიერი: რუსეთს უფრო მკაცრი სანქციები უნდა დავუწესოთ
ავსტრალიის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემუშავების სტადიაშია, – ამის შესახებ დღეს სიდნეიში გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტონი აბოტმა განაცხადა.
,,მინდა მსოფლიო საზოგადოებამ გაიგოს, რომ ჩვენ ვმუშაობთ აბსოლუტურად ახალი ტიპის სანქციების პაკეტზე, რომელიც რუსეთთან ახალ ურთიერთობებს ეხება“, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერ – მინისტრმა ტონი აბოტმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს. საუბარი შეეხო ,,ბოინგ 777“-ის ავიაკატასტროფასაც, რომლის გამომწვევი მიზეზები დღემდე დაუდგენელია.