ნიკოლოზ სამხარაძე ჩინეთის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩთან, ჭოუ ციენთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის და განათლების სფეროებში თანამშრომლობაზე. კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, უკრაინაში რუსული აგრესიის გავლენაზე საქართველოსა და ზოგადად შავი ზღვის რეგიონზე. მხარეებმა ასევე განიხილეს ტაივანის ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. შეხვედრაზე ორივე მხარემ დაადასტურა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა და ამ მიმართებით, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების ერთგულება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები