ცესკო მედიის აკრედიტაციის წესის და ვადების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ცესკო მედიის აკრედიტაციის წესის და ვადების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“როგორც მოგეხსენებათ პირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციაში აკრედიტაცია უნდა გაიაროთ 26 სექტემბრის 18:00 საათამდე. საარჩევნო პერიოდში აკრედიტაცია აუცილებელია იმისთვის, რომ კანონმდებლობის შესაბამისად შეძლოთ ყველა დონის საარჩევნო კომისიაში დაესწროთ სხდომებს და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება მოგენიჭოთ; დეტალური ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3Cd3usL დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 2 51 00 51 / 190 2 51 00 51 / 151″, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.