ლევან ნიკოლეიშვილი – ნინო დოლიძეზე: არ გამიკვირდება, თუ იტყვის, სცენაზე საცეკვაოდ ავედიო
“ქალბატონო დოლიძე, ახლა რომ გაჰკივით, არაფერ შუაში ვართ და არ მოგვითხოვია მთავრობის დაკომპლექტებაო, ფოტოს დააკვირდით, დგახართ სცენაზე, პროტესტის ავანგარდში და იზიარებთ ტექნიკური მთავრობის დანიშვნის საკითხს, თვალში ნაცარი საკუთარ დამფინანსებლებს შეაყარეთ, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის თქვენი მამაძაღლობების შესახებ”, – ამის შესახებ ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოში მოქმედ ენჯეოებს, რომელთა უმეტესობა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით არის დაკავებული, უტიფრობა და შავის თეთრად გასაღება არასოდეს უჭირდათ, მაგრამ ISFED-მა ყველას და ყველაფერს გადაუჯოკრა. ქალბატონო დოლიძე, ახლა რომ გაჰკივით, არაფერ შუაში ვართ და არ მოგვითხოვია მთავრობის დაკომპლექტებაო, ფოტოს დააკვირდით, დგახართ სცენაზე, პროტესტის ავანგარდში და იზიარებთ ტექნიკური მთავრობის დანიშვნის საკითხს!!! თვალში ნაცარი საკუთარ დამფინანსებლებს შეაყარეთ, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის თქვენი მამაძაღლობების შესახებ. p.s. არ გამიკვირდება თუ იტყვის, სცენაზე საცეკვაოდ ავედიო”, – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.