,,ჰამასი“ ისრაელს მკაცრი პასუხით დაემუქრა

  ,,ჰამასის“ სამხედრო ლიდერები ისრაელს მკაცრი პასუხით დაემუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ განაცხადებენ თანხმობას პალესტინელთა მოთხოვნებზე, კაიროში მიმდინარე ორმხრივ მოლაპარაკებებზე. ამის შესახებ  ,,ჰამასის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა იზზატ არ-რიშკმა განაცხადა, რომელიც ამჟამად ეგვიპტის დედაქალაქში მოლაპარაკებებზე იმყოფება. მისი თქმით, განიარაღების საკითხი, რის მიღწევასაც ისრაელი ცდილობს, არის ,,წითელი ხაზი“, რომლის გადასვლის უფლება არავის არა აქვს.
„პალესტინელთა ფრაქციის დელეგაციამ უკვე განაცხადა, რომ ჩვენი მოთხოვნები ბევრად უფრო უმნიშვნელო და მცირეა იმ მსხვერპლთან შედარებით, რაც ჩვენმა ხალხმა გაიღო ამ ომში“,- განაცხადა ისლამისტების ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები