“ერთადერთი, რაზეც რადიკალურ ოპოზიციას თვალი უჭირავს, არის, რომ როგორმე ქვეყანაში არეულობა მოაწყოს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს.
„რევოლუციურ სცენარებზე საუბრობენ, გახსოვთ ზურაბ ჯაფარიძის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებები. ერთადერთი, რაზეც თვალი უჭირავთ, ეს არის, რომ როგორმე ქვეყანაში არეულობა მოაწყონ და მასაც ერთი მიზანი აქვს – ქვეყანა ჩართონ იმ ომში, რომელიც დღეს სამწუხაროდ უკრაინაში წარიმართება. ამის არავითარი რესურსი არ არსებობს, ხელისუფლება დგას თავის ადგილზე და ყველაფერი გაკეთდება, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.