ენტონი ფაუჩი აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ენტონი ფაუჩი აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორისა და და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარი სამედიცინო მრჩევლის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც ფაუჩიმ აღნიშნა, ის დაკავებულ თანამდებობას მიმდინარე წლის ბოლოს დატოვებს.
„დღეს ვაცხადებ, რომ ვტოვებ ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ინსტიტუტის იმუნორეგულაციური ლაბორატორიის ხელმძღვანელის და ასევე, მედიცინის საკითხებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარი მრჩევლის თანამდებობას. ამ პოზიციებს მიმდინარე წლის დეკემბერში დავტოვებ, რათა ჩემს კარიერაში ახალი თავი გადავშალო“, – განაცხადა ფაუჩიმ.
81 წლის ენტონი ფაუჩი აღნიშნულ ინსტიტუტში 38 წელი, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ადმინისტრაციიდან მოყოლებული მუშაობს.