ანრი ოხანაშვილი ავსტრიის ელჩს, თომას მიულმანს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, თომას მიულმანს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ავსტრიის პარლამენტის წევრების საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

„სექტემბერში ავსტრიის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები ვიზიტით გვეწვევიან, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და მათი მხრიდან ჩვენი ქვეყნის, როგორც პოლიტიკურ, ასევე, ზოგადად, მტკიცე მხარდაჭერას.

შეხვედრაზე, ასევე, ვისაუბრეთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ბატონ ელჩს მივაწოდე დეტალური ინფორმაცია ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ფარგლებში პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაზე და ამ პროცესში განხილულ საკითხებზე”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები