დავით ქართველიშვილი: ქვეყნის აყირავების ავანგარდში მყოფი, აშშ-ის “შვილობილი” ორგანიზაცია – “ისფედი” დესტრუქციულ “შულერობაში” არაერთხელ იქნა გამოვლენილი

,,როდესაც ქვეყნის აყირავების ავანგარდში მყოფი, აშშ-ის “შვილობილი” ორგანიზაცია “ისფედი” – დესტრუქციულ “შულერობაში” არაერთხელ იქნა გამოვლენილი, საიდანაც იძულებული გახდა, ერთი მაინც ეღიარებინა, ხოლო მეორე “შულერობაზე” დღემდე დუმილით პასუხობს მისი აღიარება/მონანიების მაგიერ, გარდა ამისა, სახელმწიფო გადატრიალებისა და “ტექნიკური მთავრობის” მოთხოვნით მეამბოხეთა ტრიბუნაზე გვევლინება – ასეთი ორგანიზაცია, სახელმწიფო მასშტაბის ამოცანების გადასაწყვეტად ახლოსაც კი არ უნდა გააკარო,’’- ასე ეხმიანება ექსპერტი, დავით ქართველიშვილი მოძრაობა ,,ხალხის ძალას’’ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელიც “ისფედი” და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლობის შესახებ წერს.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, საზოგადოებრივმა მოძრაობა “ხალხის ძალის” სურვილია, რომ საქართველოში ხელისუფლების ჩამოშლა არ მოხდეს რომელიმე საელჩოს ან მათი შვილობილი ორგანიზაციის მიერ.

,,საზოგადოებრივმა მოძრაობა “ხალხის ძალამ” მორიგი განცხადება გაავრცელა, რომელიც ძველ თემებს უკავშირდება: ამ მოძრაობას, “ჯიუტად” არ უნდა – საქართველოში ნებისმიერი საელჩოს ან ამ საელჩოს “შვილობილი” ორგანიზაციის მიერ მოხდეს ამ სახელმწიფოს ჩამოშლა, მისი დამოუკიდებლობის ანულირება, ხელისუფლების სათავეში ნაც/საკონცენტრაციო ბანაკის მესვეურების დაბრუნება, ქვეყანაში – მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების, გადატრიალების გზით მოსპობა. აი ასეთი “უცნაური” სურვილები ამოძრავებს “ხალხის ძალას”. როდესაც ქვეყნის აყირავების ავანგარდში მყოფი, აშშ-ს “შვილობილი” ორგანიზაცია “ისფედი” – დესტრუქციულ “შულერობაში” არაერთხელ იქნა გამოვლენილი, საიდანაც იძულებული გახდა, ერთი მაინც ეღიარებინა, ხოლო მეორე “შულერობაზე” დღემდე დუმილით პასუხობს მისი აღიარება/მონანიების მაგიერ, გარდა ამისა, სახელმწიფო გადატრიალებისა და ე.წ. “ტექნიკური მთავრობის” მოთხოვნით მეამბოხეთა ტრიბუნაზე გვევლინება – ასეთი ორგანიზაცია, სახელმწიფო მასშტაბის ამოცანების გადასაწყვეტად ახლოსაც კი არ უნდა გააკარო. აშშ-ის მაგალითზე, ეს იმის ტოლფასი იქნებოდა – კონგრესზე 6 იანვრის შტურმის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, ახლა სამართლიანი გასამართლების მაგივრად, ამერიკის სახელმწიფოებრივი ცხოვრების რომელიმე დარგის რეფორმირების კომისიებში რომ ყოფილიყვნენ შეყვანილი. აშშ-ის საელჩო, იმის მაგივრად – რომ საკუთარ თავსა და ქვეყნის ხელისუფლებას შორის შემოგდებული პოლარიზაციის გრადუსის დაწევაზე იმუშაოს, თითქოს, მიზანმიმართულად ცდილობს ამ გრადუსის აწევას და, კვლავინდებურად, არა თუ ემიჯნება – ქვეყნის რადიკალურ და დესტრუქციულ ძალებთან თავის კავშირს ან საქართველოს ომში ჩათრევის პროვოცირებას – არამედ, თავისი ყოველი მომდევნო ნაბიჯით, სულ უფრო გვარწმუნებს ამაში. დღევანდელი საქართველო, ორ უკიდურესობას შორის: “ველიკოდერჟავნიკული”, იმპერიალისტური ოკუპანტი რუსეთი და ქვეყნის საკონცენტრაციო ბანაკში დამბრუნებელი ფსევდოლიბერალური საერთაშორისო პროექტი – ირჩევს მშვიდობიან, განვითარებულ, სტაბილურ და გაბრწყინებულ იბერიას. და თუ ეს არჩევანი ვინმეს არ მოსწონს – მათთვის ამ გაუგებარი სახელმწიფოდან საკუთარ უსამშობლო სივრცეში – გზა ხსნილია!’’, – წერს ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები