რუსეთში, ავარიას 16 ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთში ულიანოვსკის ოლქში ავტოავარიას ყაზახეთის 16 მოქალაქე ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, რომელშიც 18 მგზავრი იმყოფებოდა, ორ სატვირთოს დაეჯახა.
გამოძიების ცნობით, ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლმა დროულად ვერ დაამუხრუჭა და მიკროავტობუსს შეეჯახა, შედეგად ის ორ სატვირთოს შორის მოექცა. სატვირთოს მძღოლი და მიკროავტობუსის 15 მგზავრი მგზავრი ადგილზე დაიღუპნენ. კიდევ სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მედიის ცნობით დაშავებულთა შორის ბავშვები არ არიან.