თურქეთში ავარიას 16 ადამიანი ემსხვერპლა, 29 კი დაშავდა

თურქეთში, მარდინის პროვინციაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 16 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავარიისას 29 ადამიანი დაშავდა. მათივე ინფორმაციით, ავარია მარდინის პროვინციაში, დერიკის რაიონში მოხდა, რა დროსაც ბენზინგასამართ სადგურთან სატვირთო მანქანა მსუბუქ ავტომობილებს დაეჯახა და ამობრუნდა.

მოგვიანებით, საპირისპირო გზიდან მომავალი სატვირთო ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების მანქანას და შეკრებილ ხალხს დაეჯახა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები