შვედეთში, სავაჭრო ცენტრში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

შვედეთში, ქალაქ მალმეს სავაჭრო ცენტრში მომხდარ სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, სავაჭრო ცენტრ Emporia-ში 20-მდე გასროლის ხმა იყო.

პოლიციის ცნობით, სროლის შედეგად ორი ადამიანი, ქალი და მამაკაცი დაშავდა, მოგვიანებით კი მამაკაცი გარდაიცვალა.

მათივე განცხადებით, თავდამსხმელი 15 წლის მოზარდია, რომელიც უკვე დაკავებულია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები