აშშ-ის დაზვერვა: რუსებს საბრძოლო მასალა ეწურებათ, ომი სხვა ეტაპზე გადავიდა

რუს დამპყრობლებს საბრძოლო მასალა ეწურებათ, რაც მათი შეტევითი პოტენციალის შემცირების პროცესს აჩქარებს, – ამის შესახებ აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელმა, პენტაგონის დახურულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს მრავალი მტკიცებულება იმისა, რომ ოკუპანტების  საბრძოლო მასალა იწურება“, – აღნიშნა აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, საბრძოლო მასალის რაოდენობის შემცირებით, დაიწყება შეტევითი ოპერაციების შემცირება. აშშ-ის დაზვერვის თანახმად, რუსეთმა ახლა გააერთიანა ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები და გადის „საშინელ პერიოდებს“, ცდილობს აღადგინოს თავისი ძალები.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უკრაინის ომი ახლა უკვე „სხვა ეტაპზეა“ გადასული, მაგრამ ის „პიკზე“ არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები