“პუტინმა უკრაინასა და დასავლეთში საინფორმაციო ომი წააგო” – ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი

“უკრაინაში შეჭრიდან ექვსი თვის თავზე, აშკარაა, რომ მოსკოვმა ჩააგდო არა მხოლოდ უკრაინის ხელში ჩაგდების გეგმა, არამედ ვირტუალური შეტევის გეგმებიც”,- განაცხადა ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის უფროსმა, ჯერემი ფლემინგმა, იტყობინება BBC-ი.

ფლემინგმა აღნიშნა, რომ რუსეთიც და უკრაინაც აწარმოებენ კიბერ ომს, ორივე მხარე მიზნების მისაღწევად კიბერ შესაძლებლობებს იყენებს.

„ორივე მხარემ იცის, რომ ბრძოლის ველს მიღმა გავლენისთვის ბრძოლაში არიან ჩართული. თანამედროვე კიბერ ომი ისეთივე სასტიკი და დესტრუქციულია, როგორც ფიზიკური ომი“, – დასძინა ფლემინგმა.

მან თქვა, რომ ბრიტანული დაზვერვა დიდი ხანია კიბერსივრცეში რუსეთის აქტივობებს აკვირდება.

შეჭრამდე ერთი თვით ადრე რუსულმა სამხედრო დაზვერვამ უკრაინის სამთავრობო სისტემების გასანადგურებლად და დასაზიანებლად, მავნე პროგრამა WhisperGate გამოიყენა. უკრაინაში შეჭრამდე ერთი საათით ადრე კი, რუსეთი თავს დაესხა ViaSat-ის სატელიტურ ქსელებს, რომლებიც გამოიყენებოდა უკრაინელი სამხედროების, მთავრობისა და სამოქალაქო პირების მიერ“,- თქვა ჯერემი ფლემინგმა.

თუმცა, მისი თქმით, კრემლის ყველა ამ ქმედებამ განაპირობა ის, რომ დასავლური დიდი ტექნიკური კომპანიები და მთავრობები, უფრო მჭიდროდ მუშაობენ და იმაზე მეტად ენდობიან ერთმანეთს კიბერუსაფრთხოების სფეროში, ვიდრე ომამდე იყო.

“პრეზიდენტმა პუტინმა მთლიანად წააგო საინფორმაციო ომი უკრაინასა და დასავლეთში. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სიხარულის მიზეზი, ჩვენ სათანადოდ შევაფასოთ ის, თუ როგორ მუშაობენ რუსი ჰაკერები მსოფლიოს ქვეყნებში”,- თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები