მარნეულში მკვლელობა მოხდა

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეზობელმა მეზობელი სასიკვდილოდ დაჭრა.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილია 31 წლის მამაკაცი, მას დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

“შემთხვევა ღამის 2 საათზე მოხდა. რესტორანში დაიწყო ეს ამბავი და როგორც ვიცი, მერე ჩხუბი სახლში გააგრძელეს. მკვლელობა დანით მოხდა. თანატოლები არიან”,- აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები