გორლოვკაში უკრაინული ავიაგამანადგურებელი „მიგ-29“ ჩამოაგდეს, ეკიპაჟი დაკავებულია

  დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამხედრო შტაბის პრესცენტრის განცხადებით, საზენიტო დანადგარებიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ჩამოგდებულია უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი ავიაგამანადგურებელი „მიგ-29“. ეკიპაჟის წევრებმა კატაპულტირება მოასწრეს, თუმცა ისინი გორლოვკის რაიონში დააკავეეს. ამჟამად ისინი გადაყვანილნი არიან სამხედრო შტაბში, სადაც ჩვენებას აძლევენ სამხედრო ადმინისტრაციის წევრებს. ამ ინფორმაციის გარდა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია უკრაინული სამხედრო ვერტმფრენის „მი-8“-ის ჩამოგდების შესახებაც, თუმცა უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები ამას არ ადასტურებენ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები