კანადა უკრაინელ მესაზღვრეებს სამხედრო აღჭურვილობას მიაწვდის
დღეს კანადის მთავრობა სამხედრო სპეცტანსაცმელს უკრაინის მესაზღვრეთა ჯარს ოფიციალურად გაუგზავნის. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა სტივენ ჰარპერმა და თავდაცვის მინისტრმა რობ ნიკოლსონმა განაცხადეს. სამხედრო აღჭურვილობაში შედის ჯავშანჟილეტები, დამცავი სათვალეები, სამედიცინო მინიაფთიაქები, საველე ბანაკები და საძილე ტომრები. კანადიდან გამოგზავნილი პირველი ტანსაცმლის პარტია კიევში 8 აგვისტოს ჩამოფრინდება.