უკრაინის გენშტაბი: რუსულმა ძალებმა დონეცკის დასავლეთით გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსულმა ძალებმა დონეცკის დასავლეთით გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს.

მათივე ცნობით, ოკუპანტები დონეცკის დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით მდებარე რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე იერიშს კვლავ აგრძელებენ.

„მტერს აქვს ნაწილობრივი წარმატება ოპიტნეს მიმართულებით“, – ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში.

ოპიტნე დონეცკის აეროპორტის ჩრდილოეთით მდებარეობს და 2014 წლიდან ფრონტის ხაზს წარმოადგენს.

გენერალური შტაბის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს „ნოვომიხაილივკას (მარიინკას სამხრეთით) მიმართულებით“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები