ჩრდილოეთ კორეამ ყვითელ ზღვაზე ორი ფრთოსანი რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ პიონგანამ-დოს პროვინციის სანაპიროდან ყვითელი ზღვისკენ ორი ფრთოსანი რაკეტა გაუშვა.

ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის არმია ავრცელებს.

სამხრეთ კორეის სამხედროები შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით, ყველა დამატებით მონაცემს აანალიზებენ და თავდაცვის მზადყოფნას ინარჩუნებენ.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეამ ფრთოსანი რაკეტები წელს უკვე მეორედ გაუშვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები