ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, სახალხო დღესასწაულის „ყაზბეგობა 2022″ საუკეთესო კონცეფციის გამოსავლენად, კონკურსს აცხადებს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, სახალხო დღესასწაულის „ყაზბეგობა 2022″ საუკეთესო კონცეფციის გამოსავლენად, კონკურსს აცხადებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც სურს რომ დღესასწაული, უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდეს.

კონკურსი, მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, წვლილი შეიტანონ და აქტიურად ჩაერთონ ყაზბეგობის დღესასწაულის დაგეგმვაში. კონცეფცია უნდა ეხმიანებოდეს დაბის რეალურ გამოწვევებს და დღესასწაულის მსვლელობისას ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ყაზბეგის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას გაუსვამს ხაზს. მოსაზრებების გაზიარების ბოლო ვადაა 20 აგვისტო.

დეტალური ინფორმაციისთვის, მიყევით ბმულს – https://kazbegi.gov.ge/urls საუკეთესო იდეის ავტორს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი, ბაკურ ავსაჯანიშვილი დააჯილდოებს, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები