„არავის სჯეროდა, რომ ასე მოხდებოდა – ახლა კი ყველა ამბობს, რომ გაგვაფრთხილეს, თუმცა ეს გაფრთხილება ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლებოდა“ – ზელენსკი რუსეთთან ომზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დასავლელი პარტნიორების გაფრთხილების მიუხედავად, რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის შესაძლებლობის არ სჯეროდა.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

„არავის სჯეროდა, რომ ასე მოხდებოდა. არავინ იცოდა ეს. ახლა კი ყველა ამბობს, რომ გაგვაფრთხილეს, თუმცა ეს გაფრთხილება ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლებოდა. როცა ვთქვით, მოგვაწოდეთ კონკრეტული მონაცემები – საიდან მოვლენ, რამდენი ადამიანი და ასე შემდეგ – ყველას იმდენი ინფორმაცია ჰქონდა, რამდენიც ჩვენ. როდესაც მე ვთქვი: „კარგი, თუ ისინი მოდიან და მძიმე ბრძოლები იქნება, შევძლებთ თუ არა იარაღი მივიღოთ მათ შესაჩერებლად?“ რაში მჭირდება ეს გაფრთხილებები? რატომ გავაგიჟო ჩვენი საზოგადოება?“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს 24 თებერვლამდეც აწარმოებდა, რათა ქვეყნისთვის ენერგეტიკული, პოლიტიკური და ფინანსური დარტყმა მიეყენებინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები