სოფელ ხეობაში საუბნო წყაროს მოწყობის სამუშაოები დასრულდა

სოფელ ხეობაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში საუბნო წყაროს მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას ქარელის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“წყარო მოპირკეთდა ყორე ქვით და მოეწყო 12 გრძ.მ. ანაკრები რკინა-ბეტონის წყალგამტარი არხი.

პროექტი ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით.

სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ახალი სამშენებლო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები