მამაკაცი, რომელიც თბილისის ზღვიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს, გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელიც თბილისის ზღვიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს გარდაიცვალა.

მას ადგილზე პირველადი დახმარება გაუწიეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს გულის პრობლემები ჰქონდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული. არსებული ინფორმაციითვე, მამაკაცი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.

ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები