“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამოვლენილი პროექტები ადგილობრივების დასაქმებაზეა გათვლილი” – დავით ბახტაძე

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად მიმდინარეობს.

ასფალტ-ბეტონის გზა იგება ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალურ ქუჩაზე. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და ტენდერში გამარჯვებული შპს “ლატექსი” ასრულებს.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა, 14 ადმინისტრაციული ერთეულის 50 სოფელში, დასახლებების საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდა.

“აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამოვლენილი პროექტები მოსახლეობასთან შეთანხმებით ხორციელდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროცესი გათვლილია ადგილობრივების დასაქმებაზე. ჩვენთვის მთავარია, რომ მოსახლეობის ინტერესებს პასუხობდეს განხორციელებული პროექტები”,- თქვა დავით ბახტაძემ.

ამ ეტაპზე მერმა განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები შეამოწმა: ეწერში – კეჭინარში მოსაცდელის რეაბილიტაცია; ოჭოფაში წყაროსთან არსებული სკვერის მოწყობა; ჯიქთუბანში საწრეტი არხის გაჭრა; დაბა კულაში – მინი სტადიონზე ხელოვნური საფარის დაგების პროცესი; ნაბაკევი – ნაბაკევის საბავშვო ბაღის წინ, არხში ბეტონის კონსტრუქციების მოწყობა.

ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ლაშა თევზაძის ქუჩაზე კაპიტალური არხის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები