ამბროლაურის გურამ ფანჯიკიძის სახელობის რაიონულ ბიბლიოთეკაში გოგი გიორგობიანის, ქართული ძეგლების დოკუმენტალისტის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ამბროლაურის გურამ ფანჯიკიძის სახელობის რაიონულ ბიბლიოთეკაში გოგი გიორგობიანის, ქართული ძეგლების დოკუმენტალისტის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნში წარმოდგენილია მისი შემოქმედების მეოთხედი, ფოტომასალის ნაწილი სიძველის გამო მცირედით დაზიანებულია, თუმცა ყველა მათგანს უკვე ისტორიული მნიშვენლობა აქვს.
გოგი გიორგობიანს გადაღებული აქვს ორიათასამდე ისტორიული ექსპონატი, ხუთასზე მეტი არქიტექტურული და კულტურული ძეგლი, ასობით არქეოლოგიური ექსპედიცია.
ბევრისთვის უცნობია, რომ დმანისში აღმოჩენილი 1800000 წლის წინანდელი ქალის ქვედა ყბის პირველი ფოტოკადრებისა და ქართული ეკლესიისმიერ წმინდანად შერაცხილი ბერი გაბრიელის დაკრძალვის (ერთადერთი) კადრების ავტორი გოგი გიორგობიანია. მსგავსი ჩამონათვალი კიდევ ბევრია მის ბიოგრაფიაში.
ყველას ვისაც წარსულში მოგზაურობა უყვარს, შესაძლებლობა ექნება ამ ყველაფერს გაეცნოს წიგნში- ‘’გოგი გიორგობიანი-ქართული ძეგლების დოკუმენტალისტი’’.
წიგნის პრეზენტაციას, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე პირველ მოადგილესთან- ქრისტინე კობახიძესთან, მოადგილე ლაშა ჭიჭინაძესთან და ამბროლაურის მერთან ზვიად მხეიძესთან ერთად დაესწრო.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები