საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით შექმნილი საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საპარლამენტო საქმიანობაში საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების რეალური ფუნქციონირების საკითხზე იმსჯელეს. ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული საპარლამენტო კონტროლის 11 მექანიზმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს თითოეული მათგანი და საჭიროებს თუ არა ცალკეული ნორმები ცვლილებას, დაზუსტებას ან ახლებურად დარეგულირებას.

„ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ მიერ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების შესწავლის შედეგად იქნა შეთავაზებული სამუშაო ჯგუფისთვის, მათ თავიანთი მოსაზრებები და პოზიცია წარმოადგინეს. დისკუსია და აზრთა გაცვლა-გამოცვლა შეეხო ყველა საკითხს, უნდა ითქვას, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ხედვები დაახლოვებულია. არის თემები, რომელთა შესახებ ჩვენ საგნობრივად ვისაუბრეთ და მთელ რიგ საკითხებზე შეთანხმებისკენ სავალი გზა არ არის რთული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები