ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობის წარმომადგენლებსა და სამხედროებს მოუწოდა, თავდაცვითი გეგმების შესახებ დეტალები არ გააჟღერონ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობის წარმომადგენლებსა და სამხედროებს მოუწოდა, თავდაცვითი გეგმების შესახებ დეტალები არ გააჟღერონ.

„მინდა დღეს აღვნიშნო მნიშვნელოვანი რამ სახელმწიფო, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამხედრო სფეროს ყველა წარმომადგენლისთვის, ასევე სხვა პირებისთვის, ვინც კომენტარს აკეთებს ფრონტზე განვითარებულ მოვლენებზე, სარდლობის თავდაცვით ჩანაფიქრზე, კონკრეტული ოპერაციების მომზადებაზე და ა.შ.

ზოგადი წესი მარტივია: ომი ნამდვილად არ არის ამაოებისა და ხმამაღალი განცხადებების დრო. რაც უფრო ნაკლებ კონკრეტულ დეტალებს გააჟღერებთ ჩვენი თავდაცვითი გეგმების შესახებ, მით უკეთესი იქნება ეს თავდაცვითი გეგმების განხორციელებისთვის.

თუ გსურთ უკრაინის გამარჯვება, მაშინ ეს სხვა საქმეა და თქვენ უნდა იგრძნოთ პასუხისმგებლობა ყოველ სიტყვაზე, რასაც ამბობთ, რისთვისაც ემზადება ჩვენი სახელმწიფო თავდაცვისა თუ კონტრშეტევების დროს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინტერვიუში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორმა, დიმიტრი მარჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინა გეგმავს ხერსონის დეოკუპაციასა და ომის აქტიური ფაზის წლის ბოლომდე დასრულებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები