ალექსანდრე სარიშვილმა შინდისის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო

ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს დეპუტატებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შინდისში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 17 გმირის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
სოფელ შინდისში დაღუპული მებრძოლებისთვის მოსახსენებელი პარაკლისი გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტმა ანდრიამ აღავლინა. მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ.
შინდისის ბრძოლიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა. მათ შორის, ორი ლანჩხუთიდან იყო, ემზარ წილოსანი და რუსლან წულაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები