კახა კალაძე: ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა, ევროპული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია

“ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევის არანაირი საშიშროება არ არსებობს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველაფერი გაკეთდება.

„ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა, ევროპული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი კარგი პროექტი გვაქვს განხორციელებული, ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული. ქართული პასპორტით ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი, თუმცა ბევრია კიდევ სამუშაო ამ მიმართულებით. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საბოლოოდ ჩვენ გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები