ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთისთვის მიცემული კიდევ ერთი დაპირება შესრულებულია

ოზურგეთისთვის მიცემული კიდევ ერთი დაპირება შესრულებულია – მომსახურების ცენტრს და მის თანამშრომლებს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენი მუნიციპალიტეტის სისუფთავეზე, უკვე აქვთ თანამედროვე ტექნიკა და როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის უნიფორმები, – ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ სამწუხაროა, რომ წინა ადმინისტრაციის პერიოდში, მათ ელემენტარული პირობებიც კი არ ჰქონდათ შექმნილი. მუნიციპალურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩვენი პირველი სამუშაო დღე მეეზოვეებთან შეხვედრით დავიწყეთ და მოხარული ვარ, რომ მათთვის მიცემულ პირობას ვასრულებთ. ამ ადამიანების შრომა ძალიან დასაფასებელია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი იყოს სუფთა, მოწესრიგებული და კომფორტული. მადლობა თითოეულ თქვენგანს ოზურგეთზე ყოველდღიურად ზრუნვისთვის,“- განაცხადა მომსახურების ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრისას მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები