რუსეთის მოქალაქეებს ესტონეთში შესვლა აეკრძალათ

რუსეთის მოქალაქეებს ესტონეთში შესვლა აეკრძალათ, ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილება ძალაში ერთ კვირაში შედის.

ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ პრესკონფერენციაზე თქვა.

მისი თქმით, შეზღუდვა შეეხება რუსეთის იმ მოქალაქეებსაც, ვისაც ესტონეთის მიერ გაცემული შენგენის ვიზა აქვთ. თუმცა, როგორც მინისტრმა თქვა, იქნება დაშვებული გამონაკლისი რუსეთის საელჩოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახებისთვის, ასევე იმ პირებისთვის, ვინც უშუალოდ არის ჩართული პროდუქციის გადატანასა და მგზავრთა გადაზიდვაში; იმ პირებისთვის, ვისაც აქვთ უფლება თავისუფლად გადაადგილდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე და ვისი ჩასვლაც ესტონეთში ჰუმანიტარული მიზეზებით არის აუცილებელი ან ისინი მიემგზავრებიან ესტონეთში მცხოვრებ ნათესავთან ან მათთან ვისაც აქვთ ესტონეთში გრძელვადიანად ბინადრობის უფლება.

რეინსალუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ ესტონეთის მიერ გაცემულ ვიზებს და არ ვრცელდება შენგენის სხვა ქვეყნების მიერ გაცემულ დოკუმენტებზე.

თუმცა, მომავალ კვირას, ესტონეთის მთავრობა შენგენის ვიზის მქონე რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის განხილვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები