გორის მერმა შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა აგვისტოს ომის დროს დაღუპული 17 გმირის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

„14 წლის წინ, აქ, ამ ადგილას, სამშობლოს დასაცავად 22 ჯარისკაცი იბრძოდა. მათ შორის 17 უთანასწორო ბრძოლას გმირულად შეეწირა. ეს დღე საამაყოცაა და ტრაგიკულიც ჩვენი ქვეყნისთვის. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და საქართველოს,” – განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

შინდისის მემორიალთან იმყოფებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, შინდისის გმირების ოჯახის წევრები და ახლობლები.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. ის აგვისტოს ომის ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდია. უთანასწორო შეტაკების დროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები