გოგი მეშველიანი: სამშობლოს სიყვარულის, მისთვის ბრძოლის და თავგანწირვის გამორჩეული მაგალითია შინდისის ბრძოლა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტუის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის,დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი 14 წლის წინ შინდისში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„სამშობლოს სიყვარულის,მისთვის ბრძოლის და თავგანწირვის გამორჩეული მაგალითია შინდისის ბრძოლა.
კიდევ ერთხელ ქედს ვიხრით მათ წინაშე!
დიდება გმირებს!“ – წერს გოგი მეშველიანი

2008 წლის 11 აგვისტოს, ქართველი სამხედროების წინააღმდეგ რუსმა ჯარისკაცებმა თითქმის ყველა სახის იარაღი გამოიყენეს. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს, 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები