ჩეხეთი მხარს უჭერს ინიციატივას, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზის გაცემის აკრძალვას გულისხმობს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპოვსკიმ, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს, მხარი დაუჭირა რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის სრულ აკრძალვას.

„ჩეხეთმა არაერთხელ წამოჭრა ეს საკითხი ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე პრემიერ-მინისტრებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და ესწრაფვის ევროკავშირის მხრიდან კოორდინირებულ მიდგომას“,- განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ჩეხეთმა ჯერ კიდევ 25 თებერვალს, პირველმა აკრძალა რუსეთის (და შემდეგ ბელორუსის) მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო.

„რუსეთის აგრესიის დროს, რომელიც დღემდე ცვლის თავის გაცხადებულ საზღვრებს, არ შეიძლება საუბარი იყოს ჩვეულებრივ ტურიზმზე რუსეთის მოქალაქეებისთვის. ეს ჩვენი უსაფრთხოების საკითხია, მე დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი რუსი სპეცსამსახურების გავლენის შემცირებას ევროკავშირის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ლიპავსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები