გიორგი მარგველაშვილი: უკრაინას მხარდაჭერა უნდა დავუდასტუროთ, ჩვენ ეს გავაკეთეთ

   მეგობარ ქვეყანას მხარდაჭერა უნდა დავუდასტუროთ, ჩვენ ეს გავაკეთეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
“მე ჩავედი კიევში, უკრაინის პრეზიდენტს ჩემი მხარდაჭერა დავუდასტურე, მის ინაუგურაციას დავესწარი. შემდეგ კიდევ მქონდა შეხვედრა… ჩვენ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ვისაუბრეთ. მანადე მასთან სატელეფონო საუბარი მქონდა. მუდმივად, ყველა ფორუმზე სადაც ვიყავი, ამ თემებზე მე განცხადებებს ვაკეთებდი. ჩვენს მეგობარ ქვეყანას, რა თქმა უნდა, მხარდაჭერა უნდა დავუდასტუროთ, ჩვენ ეს გავაკეთეთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა პალიტრა TV-ის“ გადაცემა “რეზიუმეში“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები