გორში შინდისის გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ქართულ ჭიდაობაში გაიმართება

11 აგვისტოს, შინდისის საჭიდაო არენაზე ტურნირი გაიმართება ქართულ ჭიდაობაში.
ღონისძიება 2008 წლის აგვისტოს ომში, შინდისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული 17 გმირის ხსოვნას ეძღვნება.
გორის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრებაში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ სპორტსმენს შეუძლია.

“ტურნირში მონაწილეობის მსურველების საყურადღებოდ:
აწონვები დაიწყება 11:00 – დან 12:00 საათამდე გაგრძელდება.
ორთაბრძოლები 13:00 საათზე დაიწყება.
საპრიზო ადგილების მფლობელები სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები.
I ადგილი – 500 ლარი
II ადგილი – 300 ლარი
III ადგილი – 200 ლარი
გარდა აღნიშნული სამი წონითი კატეგორიისა, შეჯიბრება გაიმართება აბსოლუტურ წონით კატეგორიაშიც. ამ წონითი კატეგორიის პრიზიორებსაც გადაეცემათ ფულადი ჯილდოები.
I ადგილი – 1000 ლარი
II ადგილი – 600 ლარი
III ადგილი – 400 ლარი

ტურნირი ტარდება გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით.
დაგვიკავშირდით – 597 00 86 00”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები