ონის სპორტსკოლაში გიორგი ბენდიანიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კალათბურთის ტურნირი გაიმართა

ონში კალათბურთში გიორგი (ტატო) ბენდიანიშვილის, ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა. ტურნირი სასპორტო სკოლის კომპლექსში ჩატარდა.
“ტურნირში მონაწილეობდა ონისა და საჩხერის ორი ასაკობრივი კატეგორია 13 და 18 წლამდელები.
ონის გუნდმა ორივე ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა.
13 წლამდელები: ონი – 67 : 61- საჩხერე;
18 წლამდელები: ონი – 81 : 69 – საჩხერე.
ასევე დასახელდნენ:
საუკეთესო მოთამაშე პატარებში;
ონის გუნდიდან – ნიკოლოზ მარკოიშვილი.
საჩხერის გუნდიდან – დავით ფარქოსაძე.
ხოლო საუკეთესო მოთამაშე დიდებში;
ონის გუნდიდან – დაჩი მეშვილდიშვილი დასახელდა.
გამარჯვებული გუნდი, გიორგი (ტატო) ბენდიანიშვილის შვილმა გიორგი ბენდიანიშვილმა დააჯილდოვა.
ტურნირის მიზანი, მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის და კალათბურთის პოპულარიზაციაა”, – ნათქვამია ონის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები