ლაგოდეხის „საზაფხულო სკოლა“ პატარებს ერთი წლით დაემშვიდობა

დავასრულეთ ყველაზე მხიარული და ყველაზე სახალისო „საზაფხულო სკოლა“. ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ივლისის თვეში „საზაფხულო სკოლით“ 100-მდე მოსწავლემ ისარგებლა.

7-10 წლამდე მოსწავლეები ჩართულები იყვნენ სხვადასხვა სასწავლო – შემეცნებით, შემოქმედებით, ექსკურსია, ლაშქრობა, სპორტულ, გასართობით აქტივობებში.

უწყების ინფორმაციით, „საზაფხულო სკოლა“ პატარებს ერთი წლით დაემშვიდობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები