ონში 2008 წლის ომში დაღუპულ გმირს პატივი მიაგეს

8 აგვისტო უმძიმესი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. 14 წელი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რომელმაც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა, – ამის შესახებ ონის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათი ცნობით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ – ქრისტინა კობახიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან – გიორგი ნოდარიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული, პოლიციის ლეიტენანტის – გიგა სახელაშვილის მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები