მცხეთის მერმა აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალები გვირგვინით შეამკო

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა. საქართველოს პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალები და საფლავები ყვავილების გვირგვინით შეამკეს.

დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს შეხვდნენ, მიუსამძიმრეს და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადეს მათი შვილების გმირობისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომში, მცხეთის მუნიციპალიტეტიდან გმირულად დაიღუპნენ გია რომელაშვილი წინამძღვრიანთკარიდან , მამუკა ბეკურაშვილი ბიწმენდიდან , ირაკლი მორბედაძე ქსოვრისიდან, რეზო ახალკაცი და რეზო ალავერდაშვილი ნიჩბისიდან, ლევან მიდელაშვილი ახალგორიდან.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 5 დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 2234 ადამიანი დაიჭრა, 26 000 ადამიანი კი დევნილად იქცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები