ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შინდისის გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ბიწაძემ,საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ციცქიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირის შმაგი კუპატაძის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

„მინდა განსაკუთრებული მოწიწება გამოვხატო სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაცემული ჩვენი გმირი ჯარისკაცების მიმართ. ქედს ვიხრი მათი და, განსაკუთრებით, ჩვენი თანაქალაქელის, შინდისის გმირის შმაგი კუპატაძის ხსოვნის წინაშე, რომელმაც რუსეთის არმიის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე გმირულად შესწირა. შმაგის და ჩვენი გმირი მებრძოლების სახელები არასოდეს მიეცემა დავიწყებას-აღნიშნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძმ შმაგი კუპატაძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორში 1986 წლის 11 სექტემბერს დაიბადა.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ, 2007 წელს საკონტრაქტო სამსახურს მოაწერა ხელი და სენაკის სამხედრო ბაზის მეორე ბრიგადის საარტილერიო ასეულში კაპრალად მსახურობდა. შმაგი კუპატაძემ 2008 წლის 11 აგვისტოს რუსეთის არმიის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე გმირულად შესწირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები