ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის მეორე მხარეს ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.
არსებული ინფორმაციითვე, შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც, რომლებიც კლინიკებში არიან მოთავსებული.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.