ირაკლი შიოშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გვირგვინით შეამკო

ირაკლი შიოშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გვირგვინით შეამკო, – ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დღეს, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წლისთავზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერში, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ქარუმაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილი ადგილობრივებთან ერთად შეიკრიბნენ და გიორგი ანწუხელიძის სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 9 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა.

2008 წლის ნოემბრამდე სამხედრო მოსამსახურე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. მოგვიანებით, ცხინვალიდან გადმოსვენებული ათი ქართველის ცხედრისათვის ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. გარდაცვალების შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები