გორში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან სანთლების ტრადიციული აქცია მოეწყო

გორში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან სანთლების ტრადიციული აქცია მოეწყო. გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მემორიალი გვირგვინებით შეამკო და პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.

„2008 წლის აგვისტოში საქართველომ უმძიმესი დღეები გამოიარა. დღეს, პატივი მივაგეთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს თავისუფლებასა და მომავალს. ისინი ყოველთვის ემახსოვრება საქართველოს. მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა მალე დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს.” – განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები