“რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილებები, აბსოლუტურად ლეგიტიმურია და ადამიანების სიცოცხლის დაცვის მოთხოვნას შეესაბამება” – ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო უწყება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ “რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში მიღებული და განხორციელებული გადაწყვეტილებები, აბსოლუტურად კანონიერია და ხალხის სიცოცხლის დაცვის მორალურ მოთხოვნას შეესაბამება, რამაც საფუძველი ჩაუყარა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს”. ამის შესახებ ე.წ. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„2008 წლის ომში მარცხის მიუხედავად, ცხადია, რომ საქართველო არ აპირებს შეეგუოს ამ ავანტიურის შეუქცევად შედეგებს და ჯიუტად ერიდება სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერას. განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება, რაც ასევე დესტაბილიზაციას ახდენს მთელი ამიერკავკასიის რეგიონის უსაფრთხოებაზე. დღეს, როდესაც ჩვენს თვალწინ, ნაციზმის აღორძინება ხდება და მთელი მსოფლიო გამოწვევის წინაშეა, მნიშვნელოვანია არ დავუშვათ ამ კაცთმოძულე იდეოლოგიის აღორძინება, რომლისგანაც სხვადასხვა ქვეყნების ხალხი დაზარალდა. აქედან გამომდინარე, სამხრეთ ოსეთის ხალხმა, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია ქართული ნაციონალიზმის შედეგები, გაიარა ომისა და დაღუპვის ყველა განსაცდელი, გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების მიმართ, გაეტარებინა სპეციალური სამხედრო ოპერაცია დონბასის მცხოვრებლებისა და დასავლეთის ძალისხმევით, რუსეთის საზღვრებთან შექმნილი ნეონაციზმის პლაცდარმის წინააღმდეგ“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ე.წ. უწყებაში იმედი “ეწურებათ, რომ აგვისტოს მოვლენების არა ფორმალური, არამედ ყოველმხრივი ობიექტური გამოძიება მოხდება. საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა აღიაროს, სამხედრო დამნაშავეები კი, მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ და დამსახურებულად დაისაჯონ”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები