“ევროკავშირი გმობს რუსეთის უწყვეტ უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში”, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი “ტვიტერზე” წერს.
მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს, მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით დგას.
„2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 14 წლის შემდეგ, ევროკავშირი გმობს რუსეთის უწყვეტ უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ევროკავშირი დგას საქართველოს, მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მხარს უჭერს კონფლიქტის მოგვარებას“, – წერს ბორელი.