ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ეკუთვნის

“საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ეკუთვნის”,- ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ განაცხადა,  რომლის კომენტარსაც ფინეთის საგარეო უწყება “ტვიტერზე” ავრცელებს.

“რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 14 წლისთავზე, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ფინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ეკუთვნის“, – აღნიშნა ჰაავისტომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები